ოთხშაბათი, 2009-01-07, 18:40:38

კატეგორია
შესვლის ფორმა
თქვენ შეხვედით როგორც Guest!
ჯგუფი "STUMARI"
ჩემი პროფილი
გამოსვლა
Username:
Password:
სტატისტიკა
kakhi
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 1
სიახლეების კალენდარი
«  ივლისი 2007  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
საიტის მეგობრები
დაგვიკავშირდით:
giorgi_uk@talktalk.net
rija91@mail.ru

ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
სულ უპასუხა: 167
 
 
მთავარი » 2007 » ივლისი » 19 » Poezia
Poezia
19:23:42
მე
შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ, - ვეღარ გავუძელ მღელვარე თბილისს. ახლა თოვლივით ვილევი მზეზე და მომდევს ქარი შორი აპრილის. ყრუ მდუმარებას ყოველმხრივ ისვრის შენი დღეები ამწვანებული. მოვედი შენთან თბილისის ნისლით და ღამეებით გაწვალებული. ო, ლოცვით სული აქაც აივსო, ისევ ავყევი დამღუპველ ვნებას. და შენ სივრცეზე, მე, ქუთაისო, ველი სხვანაირ დღის გათენებას. ავალ კიბეზე და მე მივმართავ ბაგრატის ტაძრის მაღალ ნანგრევებს: რომ ჩემი სული ფერფლია მართლა, რომ გული სევდას აქაც აგროვებს. ღამდება ასე, დაეცა წვიმა, და მოდის ფიქრი, როგორც ღრუბელი. უამინდობამ მე დამამძიმა და ისევ მელის გზა დამღუპველი. ახლაც სიმშვიდე არ მეკარება, მე აქაც ბევრი ღამე ვათიე. ო, ქუთაისო, ეს მწუხარება და ეს ტირილი შენ მაპატიე



მშვენიერო ქუთაისო,
სავარდო და სამაისო!
ვინ ყოფილა შენი მავნე,
გულს ეკალი რომ დაგისო?
 
 შენი ციხე-გალავანი ,
ბევრჯერ სისხლით განაბანი,
მიწასთან ვინ გაგისწორა,
ერთხელ მტკიცე, ახოვანი?
 
თავს დაგყურებ აოხრებულს
ქვით და ეკლით რომ ივსებ გულს!
ვეღარ ვხედავ ოქროს ჩარდახს,
ერთ დროს განთქმულს და დიდებულს!
 
ეგ ფაზისი თავმომწონი,
სახეცვლილი დღეს რიონი,
გულამღვრევი თ-რას ბუტბუტებს,
გადასული დროს მომგონი?
 
აგონდება ოქროს კრავი,
ვით ქონება რამ უძრავი?
და მრისხანე ზვირთებზედაც
არგო,-ფრთხილა დ მომცურავი?
შიგ იაზონ ელინებით,
ვერ შემრთველი სურვილ-ნებით,
მედეიას მომპარავი
მედიასვე მანქანებით?
 
სადღა არის ოქროს სილა?
შლამ-ტალახით ამოვსილა!..
მწუხრის ზეწარს დაუფარავს
მაგის მზე და მაგის დილა!..
 
გარბის შენგან მგლოვიარე!
ცრემლით ირწყვის არემარე
და-შავ-ზღვასვ ე შეჰღრიალებს:
„ჩემი ტანჯვა მიიბარე!“
 
მაგრამ, ჩემო ქუთაისო,
ძალით სხვასთან შენათვისო!
მოთმინება!.. მოთმინება!..
სევდით გული არ აივსო!..  
ვით ქონება რამ უძრავი?
და მრისხანე ზვირთებზედაც
არგო,-ფრთხილა დ მომცურავი?
შიგ იაზონ ელინებით,
ვერ შემრთველი სურვილ-ნებით,
მედეიას მომპარავი
მედიასვე მანქანებით?
 
სადღა არის ოქროს სილა?
შლამ-ტალახით ამოვსილა!..
მწუხრის ზეწარს დაუფარავს
მაგის მზე და მაგის დილა!..
 
გარბის შენგან მგლოვიარე!
ცრემლით ირწყვის არემარე
და-შავ-ზღვასვ ე შეჰღრიალებს:
„ჩემი ტანჯვა მიიბარე!“
 
მაგრამ, ჩემო ქუთაისო,
ძალით სხვასთან შენათვისო!
მოთმინება!.. მოთმინება!..
სევდით გული არ აივსო!..  

ჯაჭვის ხიდი, ჩვენი ხიდი,
ჯაჭვი რაჭა-იმერეთის ,
ზედ სიცოცხლე ცეკვით მიდის
ბალღობი დან - სიბერემდის.

მ ის ქვეშ ახლა მეტივეთა
მეტი ვური აღარ ისმის,
ნეტავ ლექსიც მეტი მეთქვა
მეტივე თა საკადრისი.

ამ ხიდიდან გავჩნდებოდი
ა თი კაცის საფარავში,
რი ონს ზურგზე ვახტებოდი,
რო გორც ლურჯას ფაფარაშლილს.

წლები მდორედ არ წამსვლია
და ვერც ახლა გავხდი დინჯი.
წყალს ვტაცებდი აბაზიანს,
ვით მყვინთავი ზანგის ბიჭი.

ვიღაც მიხმობს, გადახტიო,
- წყალი როგორც გაკრთობს, კაცო!
გადახტი ო, ყაჩაღ რიონს
რომ ბალღობაც გამოსტაცო.

ჯა ჭვის ხიდი, ჩვენი ხიდი,
ჯაჭვი რაჭა-იმერეთის ,
ზედ სიცოცხლე ცეკვით მიდის
ბალღობი დან - სიბერემდის.

ხალხოო გთხოვტ ტუ რამე კარგი ლექსები გაქვთ ქუთაისზე გამომიგზავნოთ (giorgi01@hotmail.co.uk) ან დაცეროთ აქ კომენტარებში.
განცხადება


მიმაგრებული:
კატეგორია: | ნანახია: 2719 | დაამატა: Kutaisi | რეიტინგი: / |
სულ კომენტარი: 36
 
2008-12-26
36.khatuna (kakhi)
rac kargebi vart qartvelebi vart, kvelaze magrebi imerlebi vart. am simartleshi unda dagvetanxmot tbilislebo sxva gza ar gakvt
 
2008-12-08
35.lela (lela)
აი, პაოლოს ლექსი
ქუთაისისთვის

როგორც ზეციდან მტრების ჯოგი
მინდორზე ჰპანტავს უნაზეს ჩეროს.
როგორც ურმული გადადის ბოგირს
და ოდნავ არხევს ნაძვების წვეროს.

როგორც დასტოვებს ალაზნის ლოგინს
და ცაში ისრად შესცურავს წერო,
ასეთი მინდა სიტყვები ზოგი
შენთვის გამართულ სტრიქონში ვწერო.

მაგრამ ფურცელი გადავდოთ გვერდზე
და შეიცვალოს შესავლის კილო:
ეს იმას ნიშნავს, პატივი ვერ სცე
მას, რასაც ჰქვია მხატვრის ტილო.

ძველი იერი სტრიქონში ვერ ძლებს,
და თითქოს გახდა ის სათაკილო,
რად დაუბრუნდე მოოქრულ ვერძებს
რად შეგარხიო ათასწლის ძილო!

მახსოვს იყავი ლამაზი დიდად
და ჩახატული სავსე მთვარეში:
ამ სილამაზეს აკაკი ზრდიდა,
გატაცებული შენი ფარეში.

შეგრჩა იგივე მიმზიდველობა
და მინდა ახლა შენთან განდობა,-
რომ აღარ გშვენის ძველი ხელობა-
ეს გარეგნული დარდიმანდობა.

შენს მწვანე ფოთლებს დილით თუ ეცა
სიო, ჩურჩული, ჩიტების ფრთები:
ამ ჰარმონიას შეცვლის უეცრად
ამხედრებული საყვირის ხმები.

თუ ცისარტყელას ფერადი ხონჩა
არის მშვენება ზეცის კამარის,
მის საპასუხოდ ყოველდღე მოჩანს
რიონის წელზედ რკინის ქამარი.

არა, არ ჰგავხარ მარტო ქუთაისს,
ხარ რაც მინახავს იმაზე მეტი,
ძველს, შავი ზღვიდან მოშვერილ დაისს
შენ შეაგებე სინათლის სვეტი.

არ ჰგევხარ ჩემი ბავშობის ქალაქს,
ხარ უფრო მთელი და ჭიშკრიანი,
შენს შესანიშნავ ხავერდის ბალახს
ესმის ათასჯერ მეტი შრიალი.

შეგეხარების შენი ნაზარდი
და შენთვის ასეთ სურვილებს ვეძებ:
რომ აბრეშუმით სასვსე ბაზარი
გადაშლილიყოს მწყალობელ მზეზე.

რომ შენი მწვანე ფოთლების ჟღერა
ვიცოდე-მხოლოდ ჩიტებით ვერ ძლებს,
რომ დიდის გულით თქმული სიმღერა
არ დაეძებდეს მოოქრულ ვერძებს.

რომ დაემატოს აგურს აგური,
ფიცარს ფიცარი მისდევდეს ლარში,
და რომ გუგუნი ამხანაგური
რიონის წყალმა ჩაზიდოს ზღვაში.

1934წ

 
2008-12-07
34.lela (lela)
კაფე რიონის პირად

ლადო ასათიანი

იმ ცისფერ კაფეს ვიგონებ ახლაც,

დღემდე იმგვარად დარჩა ის, მგონი;

დღემდე მეც ძვირფას ოცნებად მახლავს

ჩაის ვარდები და ჩაის ბოლი.

ისმის რიონის შრიალი შორი,

ჩვენს ლურჯ თვალებში შემოუსვლელი,

ცისფერ კაფეში შევდივართ ორნი,

ცისფერ მაგიდას შემოვუსხდებით.

იფეთქებს ფიქრი, ვით ჩაის ბოლი,

დაეძებს ლანდებს და ია-ვარდებს,

შეუერთდება რიონის რონინს

და ლაჟვარდებში გაინავარდებს.

ცისფერ კაფეში ვოცნებობთ ორნი,

ჩაის ვარდების ჩანს აკვარელი,

― სად არის შენი ნანატრი ტოლი?

― სად გყავს დედა ან საყვარელი?

― რა იქნა დიდი მომავლის ბავშვი,

ხედავ, ბერდები და თან ყვითლდები!

ცისფერ კაფეში და ცისფერ კვამლში

ჩვენ ჩვენს ბედ-იღბალს დავაკვირდებით.

და იმ წუთამდის, ვიდრე ზარების

გაგვაღვიძებდეს ხმა საოცარი,

ვრულავთ ბინდ-ბუნდში, როგორც მგზავრები

შავით მოსილნი და შაოსანნი.

ცისფერ კაფეში... ეს იყო ძველად...

დღემდე იმგვარად დარჩა ის, მგონი,

დღემდე მეც მახსოვს გულის დამწველად

ჩაის ვარდები და ჩაის ბოლი.

დღემდე მიტაცებს შრიალი შორი.

ჩვენს ლურჯ თვალებში შემოუსვლელი...

ცისფერ კაფეში შევდივართ ორნი,

ცისფერ მაგიდას შემოვუსხდებით…

 
2008-11-08
33.natia (verula)
gaumarjos kvela kutaisels tbilisidan
 
2008-09-16
32.tornike (parabelumi)
hello
 
2008-09-16
31.tornike (parabelumi)
visac qutaisi ar mowons damikavshirdes ok? skype: tornike7787. wertili ar dagaviwydet shvidis shemdeg
 
2008-09-16
30.tornike (parabelumi)
qutaisi zalian magari qalaqia, tbiliss ar gavs sadac ar ician ra aris kacoba da zmoba.
 
2008-08-19
29.beqa (sckorpiona)
qutaisi magaria
 
2008-03-04
28.giorgi (gio8877)
surprised hi
 
2008-02-25
27.canyon (canyon)
wacko wacko
 
2008-02-20
26.ani (aniuta)
miyvars saqartvelooooooooooooo..
 
2008-02-07
25.niniko (niniko_14)
sagol dzz dzz magari sitea nu ravi kutaisi magrad miyvars ik davibade agrad menatrebian ikit yvela magram am tbiliss ras ercit smile akac dzz magari xalxia da vapse nu gamoarcevt ra orive sakartvelos kutxea xo da sakartvelo mgoni yvelas gviyvars da ar unda davacalkeot egre araaa:) miyt yvela aba he love
 
2008-01-27
24.liki (tiki)
kutaislebs gaumarjos da kutaissssss miyvarxar chemoo ertgulo qalaqo
 
2008-01-25
23.mindia (abesa)
daico jigari daico-maaaaaash.eg ra kargi leksi tkoooo,vah me.
biggrin smile
 
2007-12-20
22.bali-gogo (bali-gogo)
tongue ra sayvarlebi xaaaaaar wink ogond tbilis nu landzgavt raa cry quteisshi movdivaaaaaaaaaaaaaaaaaar tongue wacko genacvaleeeeeeeeeeeeeeeettttttttttttttt
 
2007-12-16
21.liki (tiki)
magariaaaaaaaaaaa
 
2007-12-06
20.levani
yvela ambobs tbilisze cuds mara yvela aq moetreva, tbilisi tbiliss agar gavs.shegvjames am soflelebma angry angry angry angry
 
2007-11-22
19.devida
parcxanayanelebs guumarjos simon sheveci tbilis
kuteisi simon !!!!!!
 
2007-11-22
18.devida
aferistebis deda vatire cxovrebashi aferisti kuteiseli ar minaxavs. kuteis gaumarjo.
kuteisi simon kuteisi!!!!!!!
 
2007-11-22
17.devida
KUTEISI SIMON !!!!!!!!!! cool
 
2007-11-09
16.mari (mariko)
cry cry cry
 
2007-08-30
15.avtana
kutaislebs shemogevlet sukvelas sheffieldidan.kutaiss sicocxle
 
2007-08-26
14.akoshvili (noa)
194.90.39.156194.90.39.156194.90.39.156194.90.39.156194.90.39.156

საქართველო

ქუთაისში ქარი იცის,
გაგხდის ქარის უნახავს!
პურს გატეხავს მასპინძელი-
მომსვლელ სტუმარს უნახავს
სიხუმელი კაცი იბრძვის,
გაგხდის ბრძოლის უნახავს .
საქართველო მას სიზმაეშიც
ერთიანი უნახავს.
ტატო მოქრის თბილისიდან,
მოაქროლებს მერანს.
საქართველოს თუ უჭ ირდა-
მივწვდომივართ მწვერვალს
თელაველი კაცი მღერის
გაგხდის კაცის უნახავს
ღვინოს არ სვამს,გაშრაყელი-
მომსვლელ სტუმარს უნახავს,
საქართველო ზღაპარია,
სიზმარში რომ გინახავს
და ქართველიც მის სიყვარულს
მარად გულში ინახავს.

 
2007-08-26
13.akoshvili (noa)
ისევ ქუთაისში მინდა
ქუთაისი ისე მიყვარს-
ლამის ქვებზე დავენარცხო,
მასთან განშორების დარდი
მე მაშფოთებს,გესმით,ხალხო?
იქნებ ისევ გავჩნდე ქვეყნად
და მეორედ დავიბადო
ისევ ქუთაისში მინდა
ბაღის თავში ვიდგე მარტო.
თუ მეორედ გავჩნდი ქვეყნად,
აბა,როგორ არ ვიდარდო?
ვაიმე,მე,თუ სხვა ქალაქში,
სხვა ქუჩაზე დავიბადო.
არა, მაშინ მირჩევნია,
მკვდარი მერქვას თუნდაც კრული
და ჩემს შწცანდობარს სვამდეს
ყველა კაი ქუთათური.
 
2007-08-23
12.SAFISHXIELI MARI
xalxno me vimyofebi safrangetshi ukve 8 celia..qutaisi sascaulat m e n a t r e b aaaaaaaaa!! movikitxav qutaiss didi siyvaruliiiiit da didi monatrebiiiiiiit, miyvarxart qutaisleboooooooooo gaixareeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeet..gkocniiiit
 
2007-08-12
11.gvanca (gvancushka)
cry
 
2007-08-12
10.gvanca (gvancushka)
biggrin
 
2007-08-08
9.Giorgi (Kutaisi)
gaixare magari leksia madloba didi good
 
2007-08-08
8.akoshvili (noa)
ქუთაისისთვის
ყველა ქალაქი როდია ასე
სიყვარულით და იმედით სავსე,
ჩემო ქალაქო,ლხენით ამავსე!
ბევრს უმღერია თავის ქალაქზე.
ქუთაისლობა მეამაყება,
ქუთაისელი მქვია სახელად,
გულის სიღრმეში ყველას გაყვება
მისი ტრფიალი- სული ამხელა
დამიკოცნია მისი ჭადრები
ქედი მიხრია მისი მისი მიწისთვის,
როგორც ცისკარი,გავიბადრები
და ავმაღლდები ქუთაისისთვის.
 
2007-08-05
7.Giorgi (Kutaisi)
madloba noa good
 
2007-08-05
6.akoshvili (noa)
giorgi kovel dge leks davamateb da poeziac mdidari ikneba
 
2007-08-05
5.akoshvili (noa)
ქუთაისის ქუჩებს
ქუთაისის ქუჩებს ვეტრფი,რა ვქნა,
არ იქნება,რომ არ გითხრათ,არ ვთქვა,
გაუმხელელს ვერ წავიღებ ამ დარდს-
სხვა ეჩხი აქვს ქუთაისურ ავდარს.
მოდითზმებო,გაუმარჯოს ქალაქს!
სადაც უცხოც სიყვარულით მღერის.
კარს არ კეტავს აქ არავინ,არა!
მასპინზელი მუდამ სტუმარს ელის.
ქუთაისურ დილას ვეტრპი ზლიერ,
აქ საღამოც საოცარი იცის.
ქუთაისო,ტრპუბით გადამრიე
მადლიანი ძენი ცის და მიწის!
ჩემი ხარ და ძენი ვიყო,მინდა,
შენ ხარ ჩემი საოცნებო,წმინდა,
შენს ქუჩებში სული გამიპრინდა.
ჩემი ხარ და შენთან ვიყო მინდა.
ჩავეხუტოთ ჩვენს აწმყოს და წარსულს,
გადარეულ კვირტთა ტოვას გზაზე,
მოვიგონებთ ბიჭებს გაღმა გასულს-
ვარსკვლავებად რომ ბრწყინავენ ცაზე.
 
2007-08-03
4.akoshvili (noa)
giorgi leksebi makvs kutaisze magram shrivti ara makvs kartuli tu damexmarebi kartul shrivtshi leksebs mogcer
 
2007-08-02
3.gloria